• დეგორჟიერ-მონობლოკი POKER 700

სრულად ავტომატური მონობლოკი POKER 700 შექმნილია შამპანურის პროდუქციისათვის, რომელიც ასრულებს შემდეგ სამუშაო პროცესებს:

• დეგორჟირება ან კრონსაცობის მოცილება;
• სიროპის დამატება;
• ბოთლებში შამპანურის დონის გათანაბრება;
• ბოთლის ზომა: 0,75 ლიტრი
• წარმადობა: მაქსიმუმ 700 ბ./სთ-ში

სრულად ავტომატური მონობლოკი POKER 700 კომპლექტურად უჟანგავი მეტალისაა, რომელიც შედგება ორი ძირითადი ტურენტისაგან: პირველი უწყვეტი ბრუნვით, ხოლო მეორე შენაცვლებითი ბრუნვით.
პირველი ტურენტი ემსახურება დეგორჟირების ოპერაციას.

მეორე ტურენტს აქვს 6 სამუშაო პუნქტი, თითოეული მათგანი აღჭურვილია მარწუხებით. მეორე ტურენტი ერთი ბრუნვისას სამ ოპერაციას ასრულებს. ის აბრუნებს ბოთლს, შემდეგ ხდება დეგორჟირება, სიროპის დამატება და სითხის დონის გათანაბრება. სითხის დონის გათანაბრება ხდება მას შემდეგ, რაც ბოთლი ვერტიკალურ პოზიციას მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ დეგორჟირებისას საფარებელი ან საცობი არ მოსძვრება ბოთლს, დანადგარი ავტომატურად ჩერდება.